ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ჩვენი გუნდის და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ ასეთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული

ეს არის ჩვენი გუნდის და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ ასეთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაიბის წევრის დაგეგმილი იყო თუ ვაშაძის და გავრილოვის, ან გიგი წერეთლის და გავრილოვის შეთანხმების შედეგად მოხდა ეს პროვოკაცია – ეს მე არ მაინტერესებს. ჩვენ ვართ დღეს ხელიხუფლება, პარლამენტი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ხელმძღვანელობის გასაკონტროლებელი. აქ ორი აზრი არ არსებობს, აქ პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად შემდეგი: რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი გუნდის და პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ ასეთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. და მე კიდევ ვიმეორებ იმ კითხვას, რატომ იყო აუცილებელი პარალმენტის დარბაზში ამ კონფერენციის გამართვა- ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ამაზე გვჭირდება ჩვენ- საზოგადოებას პასუხი.

ის პასუხი, რაც მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდიმარისგან, მე არ მინდა გავიმეორო იგივე და ასევე სხვა დეპუტატებმაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, მაგრამ ასეთი განმარტებები ჩემთვის პირადად არის მიუღებელ, მაგრამ ამას შეიძლება დავარქვათ შემდეგი: ეს იყო შეცდომა, ძალიან უხეში შეცდომა. ეს როგორ მოხდა და როგორ გაეპარათ ეს შეცდომა, ეს არ ათავისუფლებს ამ ადამიანებს პასუხისმგებლობისგან. ჩვენ, ამას აუცილებლად დავაყენებთ გუნდის შიგნით და პარტიის თავმჯდიმარეს ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება ამ თემასთან დაკავშირებით“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები