ვატო შაქარიშვილი: ვაშაძესთან ერთად, რომელსაც გულის ჯიბეში რუსეთის პასპორტი უდევს, ოკუპაციასთან ბრძოლა აბსურდია

მოვედი და ჩემი აზრის გამო “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მცემეს, კერძოდ, ვაშაძემ, რომელსაც გულის ჯიბეში რუსული პასპორტი უდევს. მასთან ერთად რუსეთთან ბრძოლა არის აბსურდი, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მისი აზრით, ეს “ნაციონალური მოძრაობის” აქცია არის თუ არა, შაქარიშვილმა უპასუხა, რომ ვაშაძესთან ერთად ოკუპაციის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა არის შეუთავსებელი.
“მე მოვედი აქ და მათ გამოიყენეს ძალა ჩემს წინააღმდეგ, ისევე როგორც, ამას აკეთებდნენ წლების წინ. ,,ნაციონალური მოძრაობა” გვირტყამდა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში და გვირტყამს ახლა, როცა არის ოპოზიციაში. ხელისუფლების დღევანდელ ქცევას დავგმობ ყველანაირი გზით და მზად ვარ, მოვითხოვო ირაკლი კობახიძის გადაყენება,”- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები