გრიგორი კარასინი: შეშფოთებულები ვადევნებდით თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს

მოსკოვი აღშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო, რომლებმაც პარლამენტში “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” სხდომა ჩაშალეს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს “რია ნოვოსტთან” საუბრისას
მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებული ადევნებდა თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს.
“მოსკოვი აღშფოთებულია საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო, რომლებმაც პარლამენტში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი – “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” სხდომა ჩაშალეს, რათა მათ საკუთარი ანტირუსული დამოკიდებულება გამოეხატათ”, – თქვა კარასინმა.
კარასინის თქმით, მომხდარის გამო ასამბლეის წევრი 25 ქვეყნის წარმომადგენელი დეპუტატები იძულებული გახდნენ, ვადამდე ადრე დაესრულებინათ მუშაობა.
ამის პარალელურად, რუსი დიპლომატი ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მოსკოვი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები