ირაკლი სესიაშვილი: როდესაც ყველა ერთ აზრზე ვართ, ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს არ უნდა ვეჩხუბოთ

​პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც მიმდინარე მოვლენებზე ყველა ერთ აზრზეა, “ნაძირალა” გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ. მისი თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლება სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას.
“ჩვენ ყველა ერთ აზრზე ვართ, ამ ცუდი გაკვეთილით ეს დავინახეთ. შემდეგ მოვლენების საერთო მტრის ინტერესებში არ უნდა შევიდეს.
ამ შეცდომაზე პასუხები უნდა მივიღოთ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში არიან რუსული დელეგაციები და ამ ფორმატებს ვიყენებთ ჩვენ, რათა ყველასთან ერთად ვუთხრათ მათ, რომ ისინი ოკუპანტები არიან და საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევენ.
​არ მგონია, რომ ნაძირალა გავრილოვის გულისთვის ერთმანეთს უნდა ვეჩხუბოთ მაშინ, როდესაც ყველა ერთ აზრზე ვართ. სადაც ვართ ერთად, იქ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვიზიარებთ, რაც მოხდა და როგორც მოხდა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ხოლო რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების საკითხს – ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ეს არ იქნება სწორი, რადგან მან გუშინ სესიის გახსნაზე რუსეთს ყველა მნიშვნელოვან წერტილში “დაარტყა”. მისი თქმით, ამ სიტუაციაში ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან მსჯელობა სწორი არ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები