ვლადიმერ კონსტანტინიდი: ჩვენ მუდმივად ვაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და წარმოვაჩენთ მის ნამდვილ სახეს

„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ფორმატით განხორციელებულ ღონისძიებას, რომელიც პარლამენტში გაიმართა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა. მისივე თქმით, უწყება ყოველთვის აყენებს რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამ თემაზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ მუდმივად ვაყენებთ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და წარმოვაჩენთ მის ნამდვილ სახეს”, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს, საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები