გია ვოლსკი: მიმდინარე მოვლენებზე მეტი დაფიქრება გვმართებს, რუსეთის წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სიტუაციის ანალიზია საჭირო და “ბრტყელ-ბრტყელ” განცხადებებს უნდა მოერიდოს ყველა. მისივე თქმით, ამ ამბით რუსეთის წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი.
პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს. ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები