„დაიცავი საქართველო”: „ნაცებმა” ტანკებით შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ხოლო “ოცნებამ” პარლამენტის მთავარ სავარძელში დააბრძანა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველო“ თბილისში რუსი დეპუტატების, მათ შორის, გავრილოვის ვიზიტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„ჩვენი პოზიცია, რომ “ოცნება” ისე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ “ნაცები” ვერ დაბრუნდნენ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. “ნაცებმა” ტანკებით შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ხოლო “ოცნებამ” წითელი ხალიჩა დაუფინა და პარლამენტის მთავარ სავარძელში დააბრძანა. ჩვენი პროტესტის გამოსახატავად ვიკრიბებით 19:00 საათზე ოპერის თეატრთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები