ლევან ვასაძე: ქუცნაშვილო, წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი თანამდებობიდან

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს პროვოკატორი და მოღალატე უწოდა.
მან დეპუტატს თანამდებობიდან წასვლა ურჩია.
„ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც პარლამენტის დეპუტატის თანამდებობიდან. გაეთრიე მაქედან, რა“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ის გრძნობს საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას და ამის გამო ბოდიშს უხდის მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები