ნიკა მელია: ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა, თუკი მაინც გაბედავს, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნაზე პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აკისრებს.
“კობახიძე, რომელიც ახლა გამოდის და ამბობს – ვაიმე, ეს რა დამემართა, არ ვიცოდიო, ამ ასამბლეის ფარგლებში ფურშეტებშიც მონაწილეობდა და ფოტოებიც აქვს გადაღებული. ამ დარბაზში კობახიძე ვერ შემოვა, თუკი მაინც გაბედავს, რაც ხელთ მომხვდება, თავში მოხვდება – კვერცხი იქნება ეს თუ მიკროფონი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები