დავით ჭიჭინაძე: ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე.
​მისივე თქმით, დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ გადაწყვეტილებებს ისევ პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იღებს.
“ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!
მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე!
რომ ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ ივანიშვილი იღებს.
კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების დაპირისპირებისა და კრიზისების გამოწვევისთვის არიან სავარძლებში მოკალათებულნი”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
​შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები