ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი

“რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და, მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე?”, – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი  საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის მიმდინარეობას, რომელსაც რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენიის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და, მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან  დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. მისი თქმით, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები