თამარ ჩუგოშვილი: რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში, უბრალოდ, გამანადგურა

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის სპიკერატში რუსი დეპუტატის – სერგეი გავრილოვის ყოფნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამაზე მძიმე სანახავი მისთვის არაფერია.
„ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის, პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში, უბრალოდ, გამანადგურა“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები