სამხედროები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ (ფოტოკოლაჟი)

IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T), წინამოსამზადებელ წვრთნებში ჩართულმა სამხედრო მოსამსახურეებმა საბჭოთა ოკუპაციის ექსპოზიცია, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა დაათვალიერეს. სამხედროების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. სამხედრო მოსამსახურეებისათვის მსგავსი საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთხელ განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები