„საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 21, 22, 23 და 24 ივნისს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
21, 22, 23, 24/06/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი #852/851
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
08:50 14 :15 19:15 00:40
“შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ისა და Biletebi.ge-ს მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება, ასევე, ვებგვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!”, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის ” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები