თამაზ სოზაშვილი: თუ ხელისუფლება ვერ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას და ვერ მართავს არაფორმალურ ბანდებს, მაშინ უნდა გადადგეს

ხელისუფლება „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოებას თუ ვერ დაიცავს და ვერ მართავს არაფორმალურ ბანდებს, უნდა გადადგეს, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა თამაზ სოზაშვილმა, ტვ ,,პირველის” ეთერში განაცხადა.

სოზაშვილის თქმით, „ღირსების მარშის“ თარიღს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დარჩენილი დღეების განმავლობაში მიიღოს ყველა ის ზომა, რაც უზრუნველყოფს ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას. ასევე, მინდა, მივმართო საქართველოს საპატრიარქოს, ხელი შეუწყონ მშვიდობის შენებას, დადგნენ მშვიდობისა და თანასწორობისკენ.

ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ დაპირისპირებები მინიმუმამდე დაიყვანოს. თუ რაიმე დაპირისპირებას ექნება ადგილი, ბუნებრივია, ცალსახად, პასუხისმგებლობა შსს-სა და საქართველოს ხელისუფლებას ეკისრებათ.

თუ ხელისუფლება იტყვის, რომ ვერ დაიცავს ჩვენს უსაფრთხოებას, ეს ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ, არაფორმალური ბანდები მართონ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრებიან. თუ სახელმწიფო მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. ამით სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნება, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს ვერ დაიცავს“, – განაცხადა თამაზ სოზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები