ტორონტოში მსვლელობაზე უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს – დაშავდა 4 ადამიანი

კანადის დედაქალაქ ტორონტოში NBA-ის ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ მსვლელობაზე უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტორონტოში მილიონზე მეტი ადამიანი ერთად აღნიშნავდა კალათბურთის ყველაზე დიდ ჩემპიონატში გამარჯვებას. სროლა იმ დროს დაიწყო, როდესაც ქალაქის მთავარი მოედნის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე ქვეყნის პრემიერ მინისტრი – ჯასტინ ტრუდო, ტორონტოს მერი – ჯონ თორი და კანადის საკალათბურთო გუნდ “რაპტორის” რამდენიმე წევრი იდგა.
ტორონტოს პოლიციის უფროსის, მარკ სონდერსის თქმით, ამ დროისთვის 3 სავარაუდო ეჭვმიტანი უკვე დააკავეს და სამართალდამცველები გამოძიებას აგრძელებენ.
“არსად წასვლა არ შეგვეძლო, ძალიან ბევრნი ვიყავით და რომც მოგვენდომებინა ვერსად გავიქცეოდით.. ძალიან შეგვეშინდა, როცა სროლის ხმა გავიგეთ”, – თქვა მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ ტვიტერში პოსტი გამოაყვეყნა, სადაც იმედი გამოთქვა რომ ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელდება და სამართალდამცავ უწყებებს მომხდარის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები