გაერო: 2100 წლისთვის მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიარდს გადააჭარბებს

გაერო-მ უკანასკნელი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  2100 წლისთვის მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა 10,9 მილიარდს მიაღწევს. მომავალ 30 წელიწადში კი მოსახლეობის რაოდენობა 9,7 მილიარდამდე გაიზრდება. კვლევის შესახებ ინფორმაციას სააგენტო euronews-ი ავრცელებს.
გაეროს კვლევის მიხედვით, შობადობის გლობალური კოეფიციენტი ბოლო ათწლეულებში საგრძნობლად კლებულობს. კერძოდ, 1990 წელს ის 3,2 იყო, წელს კი 2,5-ია. თუმცა ეს ყველა რეგიონს თანაბრად არ ეხება და მოსახლეობის რაოდენობის ზრდას მაინც გამოიწვევს. ყველაზე დიდი მატება აფრიკაში, საჰარიდან სამხრეთითაა ნავარაუდევი. თუმცა მრავალ სახელმწიფოში მოსახლეობა შემცირდება.
​ინდოეთი 8 წელიწადში, სავარაუდოდ, ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო გახდება და ამ მაჩვენებლით ჩინეთს გაუსწრებს. ამ უკანასკნელში 2050 წლისთვის მოსახლეობა 2,2 %-ით შემცირდება და, დაახლოებით, 1,43 მილიარდი იქნება. აშშ-ის მოსახლეობა 329 მილიონიდან საუკუნის ბოლოსთვის 434 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა ეს, ძირითადად, მიგრაციის ხარჯზე მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები