იაპონიაში 6,8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა – არის ცუნამის საშიშროება

რამდენიმე წუთის წინ იაპონიის სანაპიროზე 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, არსებობს ცუნამის წარმოქმნის დიდი საშიშროება.
მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის ზღვაში იამაჰატას პრეფექტურასთან ახლოს მოხდა. ტალღების სიმაღლემ ერთ მეტრს მიაღწია.
ინფორმაცია დაშავებულებზე ან ნგრევაზე, ამ დროისთვის, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები