ჩინეთის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, ხი ჯინპინგი ჩრდილოეთ კორეაში ორი დღით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ხი ჯინპინგისთვის ეს იქნება პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში მას შემდეგ, რაც 2012 წელს პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დიდი ოცეულის სამიტამდე შედგება და ინფორმაციას სამხრეთკორეული მედიაც ადასტურებს.
ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ოფიციალური ურთიერთობა, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, გასულ წელს განახლდა, როდესაც ჩრდილოეთ     კორეის ლიდერი კიმ ჯონგ უნი ჩინეთს ეწვია და ბეიჯინგ-პიონგიანგის კავშირის “ახალი ერა” დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები