მიშელ პლატინი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი დააკავეს  – ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.
პლატინის დაკავების სავარაუდო მიზეზად 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება სახელდება. საქმეს ანტიკორუფციული სამსახური იძიებს და სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
63 წლის მიშელ პლატინი უეფა-ს პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2015 წლებში იკავებდა. 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების საკითხი 2010 წელს გადაწყდა. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის საკითხი კორუფციული გზით გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები