ორმა ქალმა და ერთმა მამაკაცმა, “კამიკაძეებმა”, ნიგერიაში აფეთქებები მოაწყვეს – დაღუპულია 30 ადამიანი

ნიგერიაში სამმა ახალგაზრდამ – ორმა გოგონამ და ერთმა მამაკაცმა თავი სხვადასხვა ადგილას აიფეთქეს. დაღუპულია 30 და დაშავებულია 39 ადამიანი – ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი კინოთეატრთან აიფეთქა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები მატჩის საყურებლად იყვნენ შეკრებილები. აფეთქების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ორმა ტერორისტმა გოგონამ კი ბომბები კინოთეატრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გაააქტიურა. აღნიშნულის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 17.
ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები