სტამბოლში ქართველებისა და რუსების ჩხუბს 2 ადამიანი ემსხვერპლა

სტამბოლის ფათიჰის რაიონში ქართველებსა და რუსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირებას ერთი რუსეთისა და ერთი საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

მედიის თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა, რა დროსაც მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

სასწრაფო დახმარებამ საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო ის სამედიცინო დაწესებულებაში დაიღუპა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. დაკავებულია ერთი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები