ვლადიმერ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება
უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება. საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობასა და დონბასში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივნისს ზელენსკი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.