სამხრეთ ამერიკაში 50 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

სიბნელეში გატარებული 16 ივნისი – არგენტინის, პარაგვაისა და ურუგვაის ზოგიერთი ნაწილის მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. არგენტინამ შემთხვევის მიზეზების გამოძიება უკვე დაიწყო.

არგენტინის პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის განცხადებით, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში. მოსახლეობას შეეზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, საავადმყოფოები კი იძულებულები გახდნენ, რომ დენის გენერატორები გამოეყენებინათ. ელექტროენერგიის დიდი ნაწილი დღის ბოლოს აღდგა.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კიბერთავდასხმა ყოფილიყო. გამოძიება უკვე დაწყებულია და ამ შემთხვევის გამომწვევი მიზეზები 10-15 დღეში გამოქვეყნდება”, – განაცხადა არგენტინის ენერგეტიკის მინისტრმა.

მოსახლეობა ძლიერ შეაშფოთა ამ ფაქტმა. მათ ჩაბნელებული ქუჩების, უფუნქციო რესტორნების, ბენზინგასამართ სადგურებზე მანქანების გრძელი რიგების ფოტოები გამოაქვეყნეს.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები