ირანი ურანის წარმოებას 10 დღის განმავლობაში გაზრდის

ირანი ბირთვული შეთანხმების ვალდებულებას შეამცირებს და 27 ივნისამდე ურანის მარაგის იმ დონეს გადააჭარბებს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა.

ირანის ბირთვული სააგენტოს წარმომადგენლის, ბეჰრუზ ქამალვანდის განაცხადებით, თეირანი ურანის გამდიდრებას გაზრდის, რაც აუცილებელია ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ეს გადაწყვეტილება ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას ნაკლებად დაიცავს, თუ დოკუმენტზე ხელის მომწერი სხვა ქვეყნები „დადებით სიგნალს“ არ გაუგზავნიან. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა ჯერ კიდევ გასულ თვეს განაცხადეს, რომ 4-ჯერ გაზრდიან ნაკლებად გამდიდრებული ურანის წარმოებას აშშ-ის მიერ შემოღებული სანქციების საპასუხოდ.

ევროპის ქვეყნებმა ოფიციალური თეირანი გააფრთხილეს, რომ ისინი იძულებულები გახდებიან, ირანს ახლიდან დაუწესონ სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ბირთვულ შეთანხმებას დაარღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები