ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკეში მომხდარი ტრაგედიის შესახებ
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ვაკეში მომხდარ ტარაგედიას ეხმაურება. როგორც ჟორჟოლიანი წერს, 15 წლის გოგო, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც თავისი შვილი მარიამი. ჟორჟოლიანის თქმით, ამ საზარელ ისტორიას უკვე დღეებია ვერ ივიწყებს და სურს, რომ თვითმხილველი 15 წლის ბავშვის დედამ ამ საშინელი ისტორიით არსებობა შეძლოს.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი, მოზარდი გოგო, თითქმის მარიამის ასაკის დედასთან კონფლიქტის შემდეგ ფანჯრიდან გადახტა. არც კი მინდა წარმოვიდგინო, გავიაზრო იმ დედის მდგომარეობა, რომელმაც ეს დაინახა და შვილს ზუსტად იმავე ფანჯრიდან გადაჰყვა. საბედნიეროდ, რაც საკამათოა, გადარჩა. საკამათოა იმიტომ, რომ ალბათ იმ უბედურ გოგოს, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, ერჩივნა მის შვილთან ერთად ყოფნა. ამ ისტორიას ვერ ვიშორებ უკვე დღეებია. საკმარისია, დავწვე და თვალი დავხუჭო, წარმოვიდგენ ყველა იმ ბავშვს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. ეს ბავშვი მარიამის სკოლელი იყო. წარმოვიდგნენ იმ ეზოს, როგორ ისხდნენ ალბათ კიბეზე, ბიბილოთეკაში და სასადილოში, რომლის დიდი ფანჯრებიდანაც უყურებდნენ ერთად დიდ ეზოს.. ეზოს სავსე მომღიმარი და ბედნიერი ბავშვებით! ბავშვებით, რომლებსაც ძალიან უყვართ იქ ყოფნა.. რაღაცნაირად განსხვავებულ გარემოში. ლაღი და ძალიან ჯანმრთელი ბავშვებით. იქ ასწავლიან მათ გუნდური ცხოვრების თამაშის წესებს და ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ერთად…
ახლა რომ წარმოვიდგენ: როგორი სიჩუმეა ალბათ იქ, ტანში მზარავს. ახლა რომ წარმოვიდგენ, რომ ბავშვმა, რომელიც მარიამის თანატოლი იყო, ცხოვრება თვითონ დაისრულა, აღარ მინდა არაფერი და რასაც ვერ წარმოვიდგენ, არის დღე, როდესაც ბავშვის დედა თვალებს გაახელს და… მინდა, ყველა ბავშვს მოვეფერო გულით. ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს! მინდა, რომ ამ ისტორიამ დამტოვოს იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამით სიარული! და ამ ბავშვებმა მალე შეძლონ ამის დავიწყება! და მინდა, რომ ყველას შვილი კარგად ჰყავდეს! ყველას! ახლა კი ყველაზე მეტად მინდა იმ დედამ შეძლოს! შეძლოს ამ საშინელი ისტორიით არსებობა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.