თამარ ჩუგოშვილი: ის, რაც ხდება, სახელმწიფოსთვის დიდი გამოწვევაა, იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, დაიცვას კონსტიტუცია, ხოლო თავის მხრივ, მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ამ ქვეყანაში ყველა მოქალაქეს აქვს.
“ის, რაც ხდება, არის დიდი გამოწვევა სახელმწიფოსთვის, რომ იმოქმედოს ისე, რომ არ დაარღვიოს ბალანსი. ერთი მხრივ, შსს-ს მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომ დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მისი ასევე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპატრიარქოს განცხადების თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მათი პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა მისივე თქმით, სახელმწიფოსაც აქვს გარკვეული ვალდებულებები.”მათ
ი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულებები. შსს-ს პრიორიტეტი ახლა ისაა, რომ შეძლოს უფლებების რეალიზაცია, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ შეუწყოს ხელი ბალანსის დაცვას”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები