გიორგი ვოლსკი: სასამართლო დამოკიდებული არავიზე იქნება. არც გვარზე, და არც ერთ ხელისუფალზე

გიორგი ვოლსკის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ კანონებს არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ, საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვთ.
„სასამართლო ჩამოყალიბდება იმ ორგანოდ, რომელზეც კიდევ ბევრჯერ მოვისმენთ მისი დახვეწისა და წინსვლის თაობაზე. ვფიქრობ, რომ დარჩება ოპოზიცია, რომლის განცხადებები არის მძიმედ პოლიტიკური და ხშირ შემთხვევაში უნისონში მოდის იმ განცხადებებთან, რომელიც საქართველოს სტაბილურობაზე ნამდვილად არ მიუთითებს. ამ თემასთან დაკავშირებით რასაც ჰქვია დამოუკიდებლობა, სამართლიანობა, კორუფციისგან და ხელისუფლებისაგან თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა სასამართლოსათვის. არავიზე სასამართლო დამოკიდებული არ იქნება. არც გვარზე, რომელსაც ყოველდღე და დიდი სიხშირით ახსენებენ და არც ერთ ხელისუფალზე. ეს არის ჩვენი მონაპოვარი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები