გია ვოლსკი: სამართლებრივი ნაწილის მოწონებასთან ერთად, ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა და მხარდაჭერა აქვს

„სამართლებრივი ნაწილის მოწონებასთან ერთად, ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა და მხარდაჭერა აქვს“,- აღნიშნული განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.
„არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებაა საყურადღებო, არამედ ის, რომ ეს ყველაფერი ამერიკაში ახლახან ჩატარებული მაღალი დონის ვიზიტის ფონზე ხდება. რა საკვირველია, სავსებით სამართლიანად, სამართლებრივი ნაწილის მოწონებასთან ერთად, ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, საერთაშორისო შეფასებები რომელიც ახასიათებს საქართველოს სასამართლო სისტემას იყო პირუთვნელი და პროფესიონალური და საკმაოდ მაღალი რანგი აქვს მინიჭებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები