ხაშურში თუთუნის ქურდობისთვის ორი ახალგაზრდა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული გ.ღ. და 1999 წელს დაბადებული ა.კ. ცხელ კვალზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში, მ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სხვადასხვა სახეობის თუთუნი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, გ.ღ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი თუთუნი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები