ვოლსკი კარასინის განცხადებაზე: ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სერიოზული გარანტი და მექანიზმია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აშშ საქართველოსთვის ძლიერი პარტნიორია და ეს რესურსი ჭკვიანურად უნდა იყოს გამოყენებული. ხოლო რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ ეს პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სერიოზული გარანტი და მექანიზმია.
„კარასინის განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ ერთი სერიოზული გარანტი და მექანიზმია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო რომელიმე ქვეყნის, არამეგობარი, არაპარტნიორი ქვეყნების გავლენის ქვეშ მოექცევა. ჩვენ ძლიერი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები გვყავს და ეს რესურსი მაქსიმალურად და ჭკვიანურად უნდა იყოს გამოყენებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრის შემდეგ კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს – „აშშ-ის ტონი არ გვაწყობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები