ეკა ბესელია: ყრილობის შემდეგ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ვაპირებ საუბარს

“ყრილობის შემდეგ, ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროკურატურის და შსს-ს პირველი პირების მხრიდან უკვე მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია”,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო.
„ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა, როგორც პრეცედენტი სამწუხაროდ, როგორც შანტაჟის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის. ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, რომელიც მოხდა ადამიანების შანტაჟი, სწორედ მათი ოჯახური საიდუმლოებებით თუ უკანონო ჩანაწერით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდები ამ დრომდე იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შს მინისტრის მხრიდან საჯარო სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო. თუმცა, ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი. იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა ჩემი გაჩერებისთვის და დადუმებისთვის. თუ ეს ასე არ არის, დამიმტკიცონ სხვა რამ, მაჩვენონ სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელად, რა ხდება.
ჩვენ გვაქვს ყრილობა 20 ივნისს ახალი პარტიის დაფუძნების და მე არ მინდა, ყრილობამდე ამ თემებზე უფრო მეტი დეტალის თქმა და საუბარი,“ – განაცხადა ბესელიამ.
​მისივე თქმით, ამ საკითხზე ყველას მიმართ სამართლიანი მიდგომა უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები