მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა მცირდება

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც ე.წ. მართლმსაჯულების “მეოთხე ტალღის” ფარგლებში მომზადდა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ამჟამად მოქმედი ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა სამ წლამდე მცირდება.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ყოველგვარი სუბიექტურობის გამორიცხვისა და მოსამართლის დაცულობის მაღალის სტანდარტის შემოღების მიზნით, პროექტით მკვიდრდება როგორც დასაბუთებული ვარაუდის, ასევე, ალბათობის მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი სტანდარტი.
კანონპროექტის თანახმად, ცალსახად განისაზღვრება, რომ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ აღნიშნული ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები