შსს-მ 14 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება დაიწყო – მშობლების ვარაუდით, მოზარდი „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია

14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, პოლიციამ საქმეზე გამოძიება, საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვები, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა.
დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
გოგონას ოჯახის წევრთა ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია.
მშობლების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მეოთხე დღეა, რაც გოგონა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები