ოპოზიციის წარმომადგენლები: საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციული სისტემა სრულად 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრას საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და პროპორციული სისტემა სრულად 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, განხორციელებული ცვლილებები იქნება კოსმეტიკური და ფარსი.
„თუ ხელისუფლება გადაწყვეტს განახორციელოს მხოლოდ კოსმეტიკური, ფასადური ცვლილებები და მიიღოს ის, რაც მას აწყობს, ბუნებრივია ეს იქნება ფარსი, რომელშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი არ შეჰყვება ხელისუფლებას. ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც შეიძლება შესრულდეს, არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა”,- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მმართველი გუნდის წევრების განცხადებით კი, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ეუთოს რეკომენდაციები, რომელზეც მმართველმა გუნდმა მუშაობა დაიწყო, ახლა მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ სამუშაო ფორმატი დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები