არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ეუთოს რეკომენდაციები, ახლა მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ეუთოს რეკომენდაციები, რომელზეც მმართველმა გუნდმა მუშაობა დაიწყო, მათთვის მეორეხარისხოვანი გახდა.
​მისი განცხადებით, პირველი სამუშაო შეხვედრიდანაც ჩანს, რომ ოპოზიციას პასუხისმგებლობის გაზიარება არ სურს.
“საპარლამენტო ოპოზიცია დღემდე ყველა გამოსვლაში იმეორებდა, რომ ეუთოს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია – ახლა როცა შევქმენით სამუშაო ფორმატი და რეკომენდაციებზე მუშაობა დავიწყეთ – მათ თქვეს რომ ეს მეორეხარისხოვანია.
საკონსტიტუციო რეფორმის დროს სწორედ ჩვენ, მმართველმა გუნდმა გადავწყვიტეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა – დღეს ეს ოპოზიცია ისე აჩვენებენ ხალხს თავს, თითქოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ყოველთვის ძალიან უნდოდათ. იყვნენ ხელისუფლებაში და შეეცვალათ, რა უშლიდათ ხელს? მათგან განსხვავებით, ჩვენ ეს შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ ტრადიციულად არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება, თუმცა მერე კი მოსწონთ და იყენებენ ყველა სიკეთეს რაც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოაქვს. სამწუხაროა, რომ საქმიანი ფორმატის ნაცვლად, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ფეხების ბაკუნი აირჩია – კიდევ ერთ შეცდომას უშვებენ.
​მიუხედავად ამისა, ეს სამუშაო პროცესი გაგრძელდება და ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ვალდებულებებს საზოგადოებასთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები