ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი სადეპორტო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს ხვდება

ისრაელში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი რამლეს სადეპორტო ცენტრში იმყოფება, სადაც იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხვდება, რომელთა დეპორტაცია საქართველოში იგეგმება – მათ შორის არიან გუშინ დაკავებული პირები.
„საქართველოს 29 მოქალაქიდან 12-სათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურმა უკვე შეიძიენა ბილეთები. დანარჩენისათვის ბილეთების შეძენა ეტაპობრივად მოხდება.
გაირკვა საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტო ცენტრში გადაყვანის მიზეზები: ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება, ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, სადეპორტაციო ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს მისცემენ სპეციალურ სატელეფონო ბარათებს, რომ შეძლონ ოჯახის წევრებთან დაკავშირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები