“აშშ-ის მხრიდან ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება მეტყველებს იმაზე, რომ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილება აქვს”

“ძალიან მახარებს ის, რომ აშშ-ის ხელისუფლება მაღალ შეფასებას აძლევს განვითარების იმ მიმართულებას, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტისადმი გამოჩენილი ყურადღება აშშ-ის მხრიდან მეტყველებს იმაზე, რომ ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური განზომილება აქვს, არამედ აქვს უსაფრთხოების განზომილება.
“იცით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია და სწორედ ეს ფაქტორი, რომ კონსორციუმის წევრი არის როგორც ქართული, ისე – ამერიკული კომპანია, ასევე პორტის მნიშვნელობა, იქ და ისეთი სახით, რა სახითაც იგეგმება, განსაზღვრავს სახელმწიფოს მხრიდან ასეთ უპრეცედენტო მხარდაჭერას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის განმარტებით, მისი დღევანდელი განცხადება, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად, 6 თვის ვადით გადაუვადებს, პომპეოს განცხადებას არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები