მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თანამედროვეობის უდიდესი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის დაბადებიდან 90 წლის იუბილე გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ: მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს კულტურის ფონდი.
საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, შემდეგ სიტყვა გადაეცა ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს როინ მეტრეველს.
მერაბ ბერძენიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა დეტალურად და ამომწურავად განიხილა ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგმა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დავით ანდრიაძემ.
გამომსვლელთა შორის იყვნენ: გურამ ცერცვაძე – საქართველოს მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ვალერი ასათიანი – ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI საუკუნე“ პრეზიდენტი, დავით აბულაძე – საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, თამაზ შილაკაძე – საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე, აკადემიკოსი და სხვა.
საიუბილეო სხდომას ესწრებოდნენ ქართული საზოგადოებრიობის თვალსაჩინო წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე კირა ანდრონიკაშვილი.