ზაალ ანჯაფარიძე: მოქალაქეების საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე, უალტერნატივოდ დატოვება დაუშვებელია

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის მომსახურების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აფიქსირებს.
მისი თქმით, გასაგებია, რომ კერძო კომპანიაა და თავის ინტერესები აქვს, მაგრამ ამავე დროს სოციალური პასუხისმგებლობაც არსებობს.
„მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის სერვისის შესაძლო გაუქმება არა მხოლოდ მაღალმთიან, ძნელად მისადგომ ადგილებში, კონფლიქტის ზონაში სადერმარკაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, ფაქტობრივად, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებსაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომუნიკაციის ამ არხის ამოვარდნა უსაფრთხოების ფაქტორს უკავშირდება და ვისაც ეს საკითხი ესმის, ალბათ, დეტალური ახსნა არ სჭირდება. გასაგებია, რომ კერძო კომპანიაა და თავის ინტერესები აქვს, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობაც ხომ არსებობს. მოულოდნელად, ალტერნატივის არსებობის გარეშე, მოქალაქეების საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება დაუშვებელია. იმედია, ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია“, რომელიც ხშირად ამაყობს თავისი სოციალური პროგრამებით, მონახავს ოპტიმალურ გამოსავალს. თუ არა და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს რამე ალტერნატივაზე და რაც შეიძლება სწრაფად“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დღეს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს „მაგთი-ფიქსის“ სერვისით ვეღარ მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით, კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები