ანა ნაცვლიშვილი: ზაზა სარალიძეს არავის წინაშე თავი არ ჰქონდა და არ აქვს სამართლებელი – ეს ეთერი იყო ხაზს მიღმა

იურისტი ანა ნაცვლიშვილი  გადაცემა „აქცენტებში“ ზაზა სარალიძის გამოსვლის შესახებ თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვუყურე ზაზა სარალიძის ეთერს „რუსთავი 2-ზე“. თავზარდამცემი ეთერი იყო, სხვა სიტყვა არ მაქვს. ამ საშინელების ნახვა იყო საჭირო იმის დასასკვნელად, რომ „ზაზა სამოქალაქო გმირობის მაგალითია და ახლა თავი უნდა დავანებოთ“?!

ეს საქმე საჯაროა და ვერ დარჩება დაფარული, ჩაფარცხული – ადრე თუ გვიან! ამისთვის არსებობთ თქვენ, მე და ბევრი სხვა ამ საზოგადოებაში, მაგრამ ამ კაცს არავის წინაშე თავი არ ჰქონდა და არ აქვს სამართლებელი და ეს ეთერი იყო ხაზს მიღმა.
არ მახსოვს, ასე დაუცველად და „საკატლეტე ხორცად“ ბოლოს თავი როდის ვიგრძენი. ნეტავ, არ მეყურებინა“, – წერს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები