სალომე ზურაბიშვილი: ცხადია, რომ ნატო-სა და ევროკავშირში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს. როგორც მან ჟენევაში, სააგენტო „ასოშიეთედ პრესთან“ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ხვდება, რომ მათი მომავალი ჩრდილოეთს არ უკავშირდება.
„მე არ მაქვს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ, ჩემი აზრით, ცხადია, რომ ნატო-ში მიმავალ გზას საქართველო წარმატებით დაასრულებს და ევროკავშირში მიმავალ გზასაც – განსხვავებულად, მაგრამ პარალელურ რეჟიმში.
​ჩემი აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ხვდება, რომ პერსპექტივა ჩრდილოეთით არ არის“, – ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის თქმით, დასავლეთმა მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.
„მათ მეტი უნდა ისაუბრონ ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. საქართველოს საკითხი რუსეთთან ყველა შეხვედრის დღის წესრიგში უნდა იყოს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები