გიორგი მიქაუტაძე: მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ძირითად საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია

“ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია”, – ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
როგორც მიქაუტაძემ განმარტა, მეოთხე ტალღის ფარგლებში ძირითადი ცვლილებები შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონს, სადაც გარკვეულწილად იცვლება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე, მსმენელების სკოლაში ჩარიცხვის წესი.
“ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად საკითხებზე კონსენსუსი მიღწეულია. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მხარე კმაყოფილია. ასე ნამდვილად არ არის, თუმცა კონსენსუსიც ამას გულისხმობს, რომ ყველა მხარემ გარკვეული დათმობა გააკეთოს”, – აღნიშნა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები