მიქაუტაძე არასამთავრობოთა ნაწილის მოთხოვნაზე: ის უფლებამოსილებები, რომლებიც, რეალურად, აქვთ თავმჯდომარეებს და ამით სარგებლობენ, შეკვეცილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე დაუსაბუთებელს უწოდებს მესამე სექტორისა და ოპოზიციის მოთხოვნას, რომ სასამართლომ თავმჯდომარეები თავად აირჩიოს და არა იუსტიციის საბჭომ დანიშნოს.
შესაბამისი განცხადება მიქაუტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ის უფლებამოსილებები, რომლებიც, რეალურად, აქვთ თავმჯდომარეებს და ამით სარგებლობენ, შეკვეცილია. ამ შეხვდრის ყველა მონაწილეს რომ მიმართოთ კითხვით, რა უფლებამოსილებით სარგებლობს თავმჯდომარე, პასუხის გაცემა გაჭირდება, რადგან სასამართლოს მოხელეების ძალიან მცირე ნაწილის დანიშვნას თუ არ ვიგულისხმებთ, ფაქტობრივად, სასამართლოს თავმჯდომარეს თითქმის აღარ გააჩნია უფლებამოსილებები. ამიტომ გაურკვეველია ამდაგვარი დაინტერესება ამ საკითხით. ასე არ შეიძლება, სასამართლოს თავმჯდომარე გარკვეული მენეჯერული თვისებებით უნდა იყოს აღჭურვილი. ის უნდა შეარჩიოს კომპეტენტურმა ორგანომ სწორედ ამ ნიშნით. არ შეიძლება, ვინმე შემთხვევით გახდეს სასამართლოს თავმჯდომარე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები