კაზრეთში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი – ,,არემჯის თასი“ გაიმართა

8-9 ივნისს დაბა კაზრეთის კულტურის სახლში, W.F.C.A ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის, დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბ „არწივის“ ორგანიზებითა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
როგორც „კვირას“ „არემჯი“-დან აცნობეს, მსგავსი სახის მასშტაბური სპორტული ღონისძიებას კაზრეთმა „არემჯი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა, რომელიც რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
„არემჯის“ თასის მოსაპოვებლად ორი დღის განმავლობაში რინგზე, ჯამურად, 5 ქვეყნის 250-მდე სპორტსმენმა იასპარეზა. ტურნირის პირველი დღე სხვადასხვა წონით კატეგორიაში სამოყვარულო ბრძოლებს დაეთმო. ფინალურ დღეს გამართულ სუპერ და პროფესიონალებს შორის ბრძოლებში გუნდური გამარჯვება ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
ტურნირს საპატიო სტუმრის სტატუსით სამგზის მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში – დავით ქირია და ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანია „არემჯი“ დმანისის შერეული ორთაბრძოლების კლუბ „არწივს“ 2017 წლიდან აფინანსებს. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ქვემო ქართლის რეგიონში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები