“როსტო” ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“, პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაცია “კვირას” როსტოშვილის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ დაუდასტურა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ლევან როსტომაშვილი ვადამდე ადრე გათავისუფლდა.
“ლევან როსტოშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო”, – განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან როსტოშვილი, იგივე “როსტო”, ნარკოდანაშაულისთვის 2016 წლის მაისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები