“ყველაზე მეტად ბავშვების შიმშილის მეშინია” – ჭელიძეების ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

“ჭელიძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. შიმშილი, სიღატაკე და უიმედობა – ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი გახდა. უკვე რამდენიმე წელია,   ისინი ყოფილი სტამბის გაპარტახებულ შენობაში შეასახლეს, სადაც ისეთი სიდუხჭირეა, რომ ნებისმიერ ადამიანს ნანახის გამო გული მოუკვდება. განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც არ აქვთ ელემენტარული საკვებიც კი. გასულ წელს  უბედურმა შემთხვევამ ჭელიძეების ოჯახის 5 წლის შვილის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ამ საშინელ ფაქტს, მით უმეტეს, რომ ტრაგედიის განმეორების გამუდმებულ შიშში არიან. მეგობრებო, მოდით, ამოვუდგეთ გვერდში ჭელიძეების ოჯახს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში; მოდით, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, რომ  მათ არ იშიმშილონ და არ ენატრებოდეთ  პურის ნატეხი; მოდით გამოვიჩინოთ გულისხმიერება და ავარიდოთ ეს ოჯახი ახალ განსაცდელს”, – ნათქვამია “ჩერნოვეცკის” ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ჩერნოვეცკის” ფონდის წარმომადგენელი  ორი შვილის დედას, იზო ჭელიძეს ესაუბრა.

– დედისთვის ძალიან მძიმეა შვილის დაკარგვა. როგორ შეძელით ამ ტრაგედიის გადატანა?

იზო ჭელიძე:  ჯერ კიდევ არ ვარ გამოსული ამ ტრაგედიიდან. სულ ჩემს გარდაცვლილ შვილზე ვფიქრობ; მესიზმრება ხშირად; სულ მგონია, რომ სადღაც აქ არის და მეძახის : „დე, არ მიმატოვო…“.

– ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

იზო ჭელიძე:  ეს ყოფილი სტამბის შენობაა. 10 წლის წინ სახელმწიფომ გადმოგვცა საკუთრებაში. საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რა გვექნა, წასასვლელი არსად გვქონდა. ვერ გავარემონტეთ, რადგან სოციალური შემწეობა, რომელსაც ვიღებთ, საკვებზე გვეხარჯება და სხვას მეტს ვერაფერს ვაკეთებთ.

 -როგორია “საშინელი პირობები“?

იზო ჭელიძე: ირგვლივ ყველაფერი ნესტიანია, ჭერიდან წვიმა ჩამოდის, ავეჯი პრაქტიკულად არ გვაქვს, საწოლები ძველია, არც მაცივარი გვაქვს და არც გაზქურა, არც სარეცხი მანქანა და არც გამათბობელი; წყალი ქუჩიდან მოგვაქვს და ბაკებში ვაგროვებთ, ვწვალობთ…

 -მეუღლე არ მუშაობს?

იზო ჭელიძე: ქალაქ ბაღდათში საშინელი უმუშევრობაა, მზად არის იმუშაოს ნებისმიერ ადგილზე მაგრამ, ვერაფერს შოულობს. წარმოშობით სოფელ ფერსათიდანაა. ჰქონდა კარგი სახლ-კარი, მაგრამ დაიწვა, ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლო… მერე სახელმწიფომ ეს შენობა გამოგვიყო საცხოვრებლად…

-რა არის თქვენი მთავარ პრობლემას ახლა?

იზო ჭელიძე: ყველაზე მეტად შიმშილის მეშინია. უფრო სწორად, მეშინია, რომ ბავშვები არ დარჩნენ მშიერნი. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე ცუდად წავა, ახალი განსაცდელის წინაშე ვდგავარ!

-დახმარებისთვის ხომ არ მიგიმართავთ მაჟორიტარი დეპუტატისთვის ან ადგილობრივ ხელისუფლებისთვის?

იზო ჭელიძე: თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ, მიმართოთ დეპუტატს, რომ გვიშუამდგომლოს ჩვენი პრობლემების მოგვარების თაობაზე.

-ბავშვებო, რაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ გაგვიმხილოთ?

გიორგი: მე ვოცნებობ, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი პატარა სახლი; ვოცნებობ, რომ დედა არ ტიროდეს და ჩემი პატარა ძამიკოს სათამაშოები ჰქონდეს…

ლუკა: მე ვოცნებობ სამხედრო მანქანაზე, რადგან მინდა გამოვიდე მეომარი!

“მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჭელიძეების ოჯახს ძალიან უჭირს ამ ეტაპზე. მათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას აქვს ჩვენს დახმარებას. ისინი საჭიროებენ პირველ რიგში საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს და ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! მისამართი: ქ. ბაღდათი, თამარ მეფის ქუჩა, 13, ტელ.: 577381469. მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჭელიძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც“,- აცხადებენ ფონდში.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები