“ექსპერტიზის დასკვნით, 40 წლის მამაკაცი მოზარდის ბავშვის მამა აღმოჩნდა” – შსს-მ კახეთში გაუპატიურებისთვის ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული ი. ბ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლები 10-დან 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში  სოფელ კაბალში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, დაამყარა სქესობრივი კავშირი. არასრულწლოვანი დაორსულდა, რომელმაც მიმდინარე წლის მაისში იმშობიარა.
შესაბამისად, პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, როდესაც არასრუწლოვანმა ბავშვი გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ი. ბ. ახლადდაბადებული ბავშვის მამაა“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები