ილია მეორე ბიძინა ივანიშვილზე: დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებს(ფოტოკოლაჟი)

,,მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ტაძარში, წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ.
წირვის დაწყებამდე, მღვდელმთავრებმა წმინდა ნინოს სახელობის ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს. ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.
„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირებისა. მადლობას შევწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება, ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები. მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა – მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა, ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში.
მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრისა და სხვა ტაძრების მშენებლობაში“,- აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები