ლადო კახაძე: თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, შესაბამისი ინსტანცია განიხილავს

“თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად, საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
„თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, აუცილებლად, საჩივრის სახით დაფიქსირდება და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მომხრე ვარ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონდეს. ჩემი მიზანი იყო ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც თავიდანვე ავირჩიე, მათთან ერთად იმ საკითხების დაძვრა, რაც მთაწმინდის მოსახლეობას აწუხებს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: N13 შალვა შავგულიძე და N41 ვლადიმერ კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები